დღეს 8 აგვისტოს სრულიად შემთხვევით შევხვდი ერთ უსინათლო მოხუცს, ადიგენის რაიონ სოფელ უდეში.
ვკითხე მიზეზი და ასევე როდიდან იყო მსგავს მდგომარეობაში და ....
მხედველობა მაშინ დავკარგე როცა ჩემი შვილი დაიღუპაო, ხვალინდელ დღეს 9 აგვისტოს ჩამომისვენეს ჩემი ალიკაო, და მას შემდეგ სინათლე აღარ მინახავსო, 3 წლის შემდეგ ახალწელს კი ჩემი შვილიშვილი დაიღუპა ავღანეთშიო..
დავმუნჯდი და ვეღარაფრის თქმა ვერ შევძელი..
ამ დროს კი ისევ თვითონ გამამხნევა და საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება ისურვა
ამათგან პირველი ალიკა ზაზაშვილია რომელიც 9 აგვისტოს, რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.
ხოლო მეორე მისი დის შვილი ბესიკ ნინიაშვილი რომელიც 2011 წლის 30 დეკემბერს დაიღუპა ავღანეთში (აგრეთვე დაიჭრა აგვისტოს
ერთხელ როდესაც მეგობრობას
აუბა მხარი,
ლომს რესტორანში
საქეიფოდ შემოყვა
ხარი
და ჯანმრთელობა
რადგან ჰქონდათ ორივეს რკინის,
გათენებამდე
აღარ მორჩნენ დალევას ღვინის.
აღარ უჩანდა მათ უაზრო ღრიანცელს ზღვარი,
მაგრამ უეცრად ტელეფონის გაისმა ზარი
და ხმის კანკალით ფერწასული სუფრასთან
მჯდომი,
ახლავე მოვალ ჩურჩულებდა ყურმილში ლომი.
უბრალოდ რაღაც საქმე მქონდა ამიტომ შევრჩი,
თქვა ეს და თვალი ხარს ჩაუკრა, რომ ეჯდა გვერდში.
ვინ არის ასე რომ გაშინებს, გაოცდა ხარი,
როდესაც ლომში ამოიცნო უეცრად ცხვარი.
ლომმა თქვა უნდა მაპატიო ჩემია ცოლი,
დღეს ჩვენ ოჯახში მას ეკუთვნის მთავარი როლი.
ხარს გაუკვირდა, ცოლს რად აძლევ უფლებებს ამდენს,
მე, მაგალითად, ჩემი ცოლი სულ კუდში დამდევს.
ლომს გაეცინა, ცოლს ძნელ