მწვანე ბაღები და ლურჯი ცა,
ყვითელ ფორთოხლებში ჩანთქმული გზა,
ლამაზი ზღაპრების მე აღარ მწამს,
სევდას და ნაღველს ფიალით ვსვამ.
სხვისი სამშობლო და ჩემი ბილიკები,
ძნელად თუ შეხვდები სასურველ მგზავრს,
სიძულვილს სიყვარულს არქმევენ სახელად,
ნარი და ეკალი ვარდებად ჩანს.
სათნო ღიმილი და მზაკვრული გული,
ბობოქარ სამყაროს ემბლემად დგას,
სამშობლოს წყურვილი სულს მიფორიაქებს,
მახსენებს წარსულის მჩქეფარე კვალს...
გამოწვდილ ხელებს არა აქვს სითბო,
არა აქვს გემო პურსა და წყალს,
მე მაინც მივყვები ცხოვრების ბილიკებს,
აღმართებს, დაღმართებს, ეკლიან გზას.