ხვალ 14 აგვისტოს მარიამობის მარხვა იწყება და 28 აგვისტომდე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე გრძელდება...
ისევ გვიხმობს წმიდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს.
კვლავ მოგვიწოდებს, რომ შევუერთდეთ მოსაგრეებს. ისევ სურს, რომ გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი, უმეტესნი სულიერებით განვბრწყინდეთ და ჩვენი შრომის საზღაურად გვირგვინით შევიმკოთ თავი.წმინდა იოანე ოქროპირი
***
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. იგი, მოციქულთა მსგავსად, სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტეს ეკლესიას.
ძველი ქრისტიანები ღვთისმშობელს უდიდეს პატივს სცემდნენ, მის ყოველ სიტყვასა და საქმეს იმახსოვრებდნენ. მათ ქალწული მარიამის ხასიათისა და გარეგნობის აღწერ