რაც არ მიყვარდა ის შევიყვარე
და რაც მიყვარდა გამოვიგლოვე,
ნატვრის ახდენას აღარ მოველი,
რადგან, ვერაფრით, ვერ მოვიპოვე,
დრომ ჩამომგლიჯა იმედის მძივი,
მეც მისი კვალი არ დავიტოვე
და სიყვარულის ძველი ამბავი,
წარსულის გზაზე ჩამოვიტოვე,
წვიმის საფარველს ვერ გავექეცი,
მისი ცრემლები ვერ მოვიშორე,
ღიმილს ვეძებდი, ვერ მივაგენი,
ნუთუ, ისიც მე, გამოვიგონე?
შიშველ ნატერფალს ნისლი ედება,
რადგან მზის სხივი ვერსად ვიპოვნე,
ალბათ ვიღაცა, სადღაც, მიხმობდა,
მაგრამ მისი ხმა ვერ გავიგონე,
ჩემს გულთან ახლოს, ჩამომჯდარ ფიქრებს,
ცრემლებთან ერთად, ცივად, ვიშორებ,
ძველი ზღაპარი გზაზე დავტოვე,
ახლა კი სულ სხვას გამოვიგონებ...