ცხრა თვე ლამაზი მუცლით გატარა,
შენზე ფიქრები გულით ატარა,
უნდა რომ ნახოს თავის პატარა,
ყოველი ღამე თეთრად გაატარა.
კაცისთვის უცხო მწარე ტკივილი,
გამწარებული ქალის კივილი,
მოულოდნელად ყველა გაჩუმდა,
აი მოისმის ბავშვის ტირილი.
შენს დანახვაზე შეიგძნო შვება,
სულ იმას ფიქრობს ნეტა რას შვრება?!
შენი შეხებით ყოველ წამს ტკბება,
სიხარულს ჩუქნი და ამით თბება.
დაამთქნარებ და აკვანში გარწევს,
ჯერ შენ არცერთი ცოდვა არ გაწევს,
შენი ფიქრები მიმართულია
რძით მოითხუპნო და მალე დაწვე.
რას არ აკეთებს შენ რომ გარჩინოს,
და შიმშილისგან გადაგარჩინოს,
მამაშენს უკვე ქალებში გართულს,
აღარ სურს თქვენთან თავი იჩინოს.
არც დაიბარა ისე წავიდა,
ამ თამაშიდან ჩუმად