კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა:გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ და შემოვიპატიჟოთ სახლში.ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა .– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა. – ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება,ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ,თუ რომელი ჩვენგანი გსურთ შემოვიდეს თქვენს სახლში. – მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო. – მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გვექნება . ქალი არ დაეთახმა ქმარს. – რატომ? არ სჯობს,რომ წარმა
თუ კი სიყვარულს მუდამ წმინდა სანთელს აუნთებ,
უნდა ეცადო არ ჩაგიქრეს იგი არასდროს,
და თუ ჩაგიქრა ეს სანთელი რაღაცის ძალით
მისი ანთება ხელმეორედ აღარ ეცადო.
აღარ ეცადო რადგან იგი არ აინთება
ძნელია მისი ხელმეორედ აკიაფება
და თუ დაინთო ეს სანთელი რაღაცის ძალით,
უნდა იცოდე იგი წმინდა აღარ იქნება...