სამყაროს ქურა, რომელშიც ყველა და ყველაფერი დნება. ისეთივე ღვთაებრივი სიღრმეა, რომ სუნთქვა გიჩერდება. და, ამავე დროს, - ისეთი ბოროტი, ეშმაკეული, რომ სისხლი გეყინება ძარღვებში. საკმარისია შიგ ჩაიხედო და შენთვის ყველაფერი ადამიანური არსებობას წყვეტს. მეხსიერება, აზრები, სიკეთესა და ბოროტების კრიტერიუმები, ტანჯვის განცდა - ყველაფერი ქრება. რაღაც ,,დროის საწყისის'' დინამიკას გაქვს, როცა კოსმოსი ერთი, ერთადერთი წერტილიდან იბადება...