Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში" ნოდარ დუმბაძე.
ჩემი ცხოვრების სიყვარული, იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ყოველდღიურობას მილამაზებენ, ან ჩემგან შორს,მაგრამ მაინც ახლოს არიან, ადამიანები რომლებიც ჩემში გაზაფხულს იწვევენ, მათბობენ და ვუყვარვარ. მე ეს სიყვარული მიყვარს, ჩემთვის ეს ნიშნავს ბედნიერებას.
აი ის განწყობა მიყვარს საქართველოს მაღალ მთებში რომ მოხვდები,ცას რომ ახედავ და მასთან ახლოს ,მისი სილაჟვარდის ნაწილად რომ იგრძნობ თავს, ჩუმად რომ გაიფიქრებ რატო პატარა ჩიტი არ ვარ,რომ ერთი შევფრენილიყავი მაღალი ცის სიკამკამეში და გადმომეხედა ამ ლამაზი ქვეყნისთვისო, მერე გული რომ დაგიტკბება, თვალებს დახუჭავ და ღმერთს მადლობას ეტყვი,იმისთვის რომ ადამიანი ხარ თანაც ქართველი.
"სიყვარული მთელი ცხოვრებაა. ყველაფერი, რაც გამაჩნია მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ მიყვარს. ყველაფერი მხოლოდ სიყვარულის წყალობით არსებობს, ყველაფერი მხოლოდ მის გარშემო ერთიანდება. სიყვარული თავად ღმერთია და გარდაიცვალო ნიშნავს, რომ როგორც სიყვარულის ნაწილი, შენს საწყისსა და მუდმივ წყაროს დაუბრუნდე."- ლევ ტოლსტოი