ჩემო საყვარელო ნათლულებო გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, მიყვარხართ ძალიან . უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (ვახტანგი, ნიკოლოზი, ნიკოლოზი, ლუკა, ლუკა, ლექსო, ბარბარე), დაიფარენ იგინი ქვეშე საფარველსა შენსა, დაიცევ ყოველთა ბოროტთა გულისთქმათაგან, განაშორე მათგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, განუხვენ მათ ყურნი და თვალნი გულისანი, ეც სიჩჩოება და შემუსვრილება გულთა მათთა. უფალო, ყოველნივე ქმნულნი შენნი ვართ, შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (ვახტანგი, ნიკოლოზი, ნიკოლოზი, ლუკა, ლუკა, ლექსო, ბარბარე) და მოაქციენ იგინი სინანულად. აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ნათლულნი ჩემნი (ვახტანგი, ნიკოლოზი, ნიკოლოზი, ლუკა, ლუკა, ლექსო, ბარბარე) და განანათლენ გონებანი მათნი ნათლითა მით წმიდ