„ხშირად, როცა ადამიანის ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ, ვამბობთ: ასეთია მისი ბედი ან ასეთია მისი ჯვარი. გვახსოვდეს, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი ჯვარი. ჯვარს უფალი გვაძლევს და ის ზოგჯერ მძიმეა და ზოგჯერ მსუბუქი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ მონაწილეობს თავისი ჯვრის შექმნაში. ადამიანის ცხოვრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, კაცმა უნდა შექმნას თავისი სულიერი, ცხოვრებისეული ჯვარი: ამ ჯვრის ვერტიკალი არის სულიერი კავშირი უფალთან, ხოლო ჰორიზონტალური - სულიერი კავშირი სხვა ადამიანებთან. ამგვარად, ადამიანმა უნდა შექმნას ორი სულიერი ძელი და ესენია: სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანებისაკენ.“ ილია II