ცისფერ თვალებში უწმინდესი მოჩანდა ზეცა ,
შენი ღიმილი მაგონებდა ზღვისფერ განთიადს,
ნატიფ სხეულზე ბინდისფერი სამოსი გეცვა,
შემოგხვეოდა ცისარტყელის ფერთა მანტია.
და მე ვიჯავრე , რად არ გავჩნდი სამყაროს მხატვრად,
მქონოდა ნიჭი ლეონარდოსი ან რაფაელის,
შენ იქნებოდი პოეტების მუზაც და ნატვრაც,
შენით შევქმნიდი ულამაზეს ფრესკას ღვთაების.
ან ვყოფილიყავ შარლ ბოდლერი უფრო კი გალა,
რომ პერგამენტზე , საოცარი ლექსი მეწერა,
მაგრამ სად მქონდა ჩვეულებრივს იმხელა ძალა,
მე შენი სულის სიდიადე , რომ აღმეწერა.
ზღვისფერ თვალებში ახლაც ისეთი გამოკრთის მზერა,
შენი ღიმილი ისევ მოჰგავს ზღვისფერ განთიადს,
სულის სარკეში სევდიანი ირეკვლის ზეცა,
შემოგხვევია ცისარტყელის ფერთა მანტია.
(გ.მ)