რა ენაღვლებათ უგულო წუთებს, ფიქრებში ნისლი თუ ჩამოწვება, თუ სასთუმალზე კაცს თავი უდევს და თვალებიდან ცრემლი მოწვეთავს. რატომ იწვევენ თვალებში ცრემლებს ჩვენი ცხოვრების ძველი კადრები, წარსულთან ყოველ შეხვედრის შემდეგ, რატომ ივსება გული დარდებით?! რატომ მპარავენ ოცნების ვარდებს, წლები რად იქცნენ ახლა ქურდებად? რატომ მეღლება მუხლები ადრე, ან რაც წავიდა, რად არ ბრუნდება?! რაც მეკუთვნოდა სიცოცხლის წესით, ის, რაც მაისმა მარგუნა უხვად, თურმე ყოფილა ბუნების სესხი და უკითხავად წაიღო უკან...