რად ილტვი გაევროპელდე,
აქეთ გბაძავდეს ტიალი,
სტუმრად თუ მოვა დაუხვდი,
პირამდე სავსე ფიალით.
არ დაიღალეთ ცოდვილნო,
ამაოდ ხარჯვით ძალისა,
დაკეტილ სარკმელს ასკდებით,
წინ ხედვა გიჭირთ კარისა.
თქვენივ მოგონილ არაკის,
გჯერათ, ცა გზავნის მეხსაო,
რამდენჯერ აყრით ნაცარსა,
გონიერ ქართველ გლეხსაო.
მათხოვრად გადააქციეთ,
დედის წილხვედრი ქვეყანა,
ვის “ეაჯები” წყალობას,
წინ მადლის კალო გეყარა.
ყელში გვეჩრება ცრემლები,
გული ცის-ხელა გამხდარა,
ხალხისთვის იქნებ გეკითხათ,
განა ქვეყანა წამხდარა?!
ევროპამ იქეთ გვეხვეწოს,
გონბნელთ არ გესმით გალობა,
იქნება იქეთ მიგეცათ,
მცირედი მადლის წყალობა.
საიდან მოდის სადამდე,
თხოვნა, ვედრება ფარსია,
საკუთარ მამულს შეხედეთ,
თვით მარგალიტის მსგავსია.
ღმრთის რ