თანამედროვე ადამიანი
=====================
დრო მიდის მიედინება,
მკვიდრდება ერა ტექნიკური,
მოდის ახალი ჩვენი თაობა,
უსულგულო და კომპიუტერული.
--------------------------------------------------
რობოტებს ჰგვანან სახით ისინი,
თავის საქმეში საკმაოდ ჭკვიანნი,
ნეტავ როგორია იმათი ტვინი,
გლუვი არის თუ ნაოჭიანი.
---------------------------------------------------
ჟანგბადის ნაცვლად ყოველდღიურად,
სუნთქავენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს,
განვითარება მიდის ტექნიკურად,
სული ეფიტებათ ახლანდელ ბავშვებს.
----------------------------------------------------
მოიკოჭლებენ მათში გრძნობები,
ბევრი სამწუხაროდ არც გააჩნიათ,
რადგან მონიტორზე უაზრო თამაშები,
მათთვის უცვლელი გასართობია.
-----------------------------------