აქვეა ადამიანი, ვხედავ ჩემკენ მომართულ მის ნათელ მზერას, რომლის მიღმაც ჩემთვის უცნობი სულია. მისმენს. ნეტა რას ფიქრობს? ჰო, რას ფიქრობს? გეცნობა ეს ტანჯვა? იქნებ ვეზიზღები? ვეჯავრები, ან იქნებ აბუჩად მიგდებს? ფიქრობს ჩემს ნათქვამზე, მკიცხავს, დამცინის, მადანაშაულებს, ნორმალურად ან გიჟად მთვლის. როგორ გავიგო, რას ფიქრობს? როგორ გავიგო, მასაც ისევე ვუყვარვარ თუ არა, როგორც მე მიყვარს? რა აზრებითაა მოცული ეს ციცქნა, მრგვალი თავი? რამხელა იდუმალებაა სხვათა დაფარულ და უსაზღვრო ფიქრებში, რომლებსაც ვერ ამოვიცნობთ, ვერ ვმართავთ, ვერ დავიმორჩილებთ, რომელზეც ვერ გავიმარჯვებთ!