უკაცრავად... მაპატიეთ სითავხედე...
ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ... თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს ქალბატონო...
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ,
რა საჩუქარს ელით ბოლოს?.. მენანებით...
ლოდინით და დარდით დაღლილს, სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო...
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით!.. მიმანიშნეთ!.. არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;
სინ