საკუთარი ცხოვრების გასაფერადებლად ნურასოდეს მოიპარავთ სხვისი ცხოვრების ფერებს...ნუ ჩააქრობთ სხვისი სულის სანთელს...ნუ წაართმევთ სხვას ღიმილს,ნდობას და იმედს...ნურასოდეს ჩააქრობთ სხვის თვალში ნათელს...ნუ უქცევთ სიხარულს ცრემლად...ნუ გათელავთ სხვის სულს ტალახიანი ფეხით...ცხოვრება სამართლიანია და არასოდეს გვპატიობს ასეთ შეცდომებს...ნუ დაიდებთ ცოდვად სხვის ცხოვრებას...იყავით მართალნი ერთმანეთთან ყოველ სიტყვასა და ქცევაში...ადამიანი სინდისია...და თუ გინდა ადამიანი გერქვას, ყოველთვის მართალი უნდა იყო საკუთარ სინდისთან, ანუ ღმერთთან...
გული,რომელიც ქვეყნად მაცოცხლებს
და მაგრძნობინებს ყველა სიწმინდეს,
გული რომელიც ფეთქავს უთქმელად
მტკივა და უძლებს მტანჯველ სიცივეს.
თვალი რომელიც ხედავს სინათლეს
ხედავს ღალატს და სისაძაგლეს,
ცრემლი რომლითაც თვალი მევსება
სხეულში მიჭკნობს უხვ სილამაზეს.
სული რომელლიც დარდს ვეღარ უძლებს
სასომიხდილი ეცემა მუხლზე,
ის პატიებას,სიბრალულს ითხოვს
რწმენა აცოცხლებს ცოდვილ მიწაზე.
მხოლოდ ღმერთია ჩემი მოწყალე,
ერთია ვისაც ვუყვარვარ ქვეყნად,
ღვთისმშობლის ხატთან დავიჩოქები
და სულს მივანდობ განსაკითხავად.
ლოცვა უფალო, განკურნებას არ გთხოვ, ეს ვიცი, სასჯელია ცოდვის, მხოლოდ დრო მომეცი, შევძლო ფეხზე დავაყენო შვილი. ცხოვრების ბოლომდე შეძლოს, ქალურად გალიოს წლები, ვასწავლო,მეგობარს ენდოს, არ შერცხვეს გულწრფელი ცრემლის. შენი სიყვარულით, ღმერთო, ავუვსო ფაქიზი გული, მერე კი, მე გეტყვი თვითონ, წაიღე დაღლილი სული. ......... უფალო, განკურნებას არ გთხოვ, მაცადე, გავზარდო შვილი...
დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ, რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს. შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ, და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი. შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად. დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას, მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება. ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ, ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა, დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“ შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს. დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა, მაგრამ არავინ მაფარებს საბანს
დიდი მადლობა ყველას თანადგომისათვის და იმისათვის რომ გადამარჩინეთ და დგეს ჩემს შვილთან ერთად ვარ,მართალია არაფერი გაგვაჩნია მაგრამ თქვენ მყევხართ,მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის,მადლობა იმისთვის რომ ღმერთმა არ მიგვატოვა და გაგვაგებინა თურმე ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ღვთისმიერი ადამიანი,დიდება უფალს!!!!დიდება ღმერთს!!!ამინ!