ბალზაკის ასაკი
სანამ ეგ თვალები ცრემლით დასველდება ,
სანამ მზე გადავა ,
სანამ დაბნელდება,
სათქმელს ახლა ვიტყვი , თორემ დაძველდება :
- წლების შემოსევას გული არ ნებდება .
ალი სიყვარულის
არა! - არ ნელდება!
შენ თუ დაბერდები ,
გული არ ბერდება
ერთსაც კიდევ ვიტყვი. - მერე გაძნელდება:
--------------------------------------------
-------------------------------------------
- გულმა არ გაკადროს , რატომ გადამწვიო.
წვიმამ სიყვარულის ისევ დაგვაწვიმოს!
თბილი მოგონება უნდა დავარწიო.
ერთი თბილი სიტყვაც უნდა დაგაწიო:
- ბალზაკის ასაკი უნდა გ ა დ ა ვ წ ი ო !
ალეკო ჩინჩალაძე . 14 . 09 . 18 .