არაფერს ვითხოვ,არც სიყვარულს,არც პატიებას, გავიდა დრო და გაიცრიცა ჩემი სიტყვები... არაფერს ვითხოვ,მარტოობას ვეჩვევი ალბათ გადავიღალე ალბათ უკვე ძველი ფიქრებით. არაფერს ვითხოვ,კვლევ მომაწვა ღრმა მწუხარება რადგან ოცნებამ გადაღალა მწუხარე სული. აღარ მოვითხოვ გაყინული გულისგან სითბოს, ძალა არ შემწევს კვლავ ველოდო გათბობას გულის. აღარ ვიბრძოლბ,ფარ-ხმალს დავყრი ბედის წინაშე ისევ მიყვყვები,სად წამიყვანს ცხოვრება ფუჭი, არ ვიოცნებებ,რადგან ერთი რამ შევისწავლე, არაფერს შეცვლის ცრუ ოცნება დამსხვრეულ სულში. არაფერს ვითხოვ,არც სიხარულს,არც მწუხარებას, გადავიღალე მოლოდინით ბედნიერ წუთის. ისევ ღმერთს ვანდობ ჩემი სულის გამთლიანებას და ისევ მშვიდად ჩამოწვება მიწაზე მწუხრი...