ექვსი წლის ვიყავი, როდესაც დედა საქართველოდან წავიდა. მამა ყოველდღე მაკითხავდა სკოლაში და სხვა დედებთან ერთად იწერდა ჩემს დავალებებს.
მოვდიოდით სახლამდე და გზაში ვითვლიდი: აინ, ცვაი, დრაი, - გერმანულს ვასწავლიდი მამას. ზეიმზე დირექტორის გვერდით იჯდა, რადგან ჩვენს ლექსებსა და სიმღერებს მხოლოდ ორი მამაკაცი უსმენდა. იმ დროს დედა დარეკვასაც იშვიათად ახერხებდა. თუმცა მე ყოველთვის ყველაზე მეტი და ლამაზი ფანქარი, რვეული და საწერი კალამი მქონდა. შემდეგ ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, ფული - ფუნთუშების საყიდლად.
ერთი სიტყვით, ბავშვობამ ლაღად ჩაიარა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ მე ვერ მოვახერხე - სკოლიდან დაბრუნებულს - დედის გაკეთებული საჭმელი მეჭამა, დაევარცხნა ჩემთვის თმა ბანაობის შემდეგ, მომეყ