გია! ძმაო როგორ უცებ გავიდა 40 დღე, თითქოს ერთი წამი. როგორ
გიყვარდა ახლი წელი, იანვრის თვე, ამ თვეში შენი შვილების დაბადების დღეები, სადღესასწაულო დღეები. მთელი თვე მხიარულება იყო ჩვენს ოჯახში თებერვლის 17 ში შენი დაბადების დღით მთავრდებოდა დღესასწაულები. ახლა დრო ვერ გაანელებს იმ 1 წამში მომხდარ ტკივილს, რაც იანვრის თვეში მოხდა. შუა გზაზე შეჩერდი, დიდი კედელი დაინგრა ყველასთვის: შენი ოჯახისთვის, შვილებისთვის, დებისთვის, დისშვილებისათვის, მეგობრებისათვის, ნათესავებისათვის.
შენით ვსუნთქავდი, შენ მიდექი გვერდში მძიმე დღეებში, ფეხზე წამომაყენე და შენ კი ვერ გიშველეთ. ჩემო იმედიანო ძმაო, წახვედი
და წაიღე რამდენი ჩანაფიქრი, გასაკეთებელი. დატოვე სამუდამო ნაღველი, ტკივილი, ამოუვს