ნუ დაიჯერებ, რომ უჩემობა
ყველა სევდას და დარდებს გაფანტავს,
დღეს შენი დროა, მაგრამ მიხვდები,
რომ, ეგ ტკივილი სულში გაგატანს,
რა მშვენიერი დღეები გიდგას...
და სიხარულის ცეცხლით ინთები
ეხლა არ გჯერა მალე გაიგებ,
რომ მტკივნეული დარდი ვიქნები,
მე ვარ, ვინამაც ოცნება დათმო
და სინანულის მხარეს ეწვია,
შენი სახით, რომ აჩუქა ღმერთმა
და უღმერთობას გადაეჩვია,
ჩემი ხელებით ნაწვიმარ ცაზე
ისე აგწიე, რომ ვეღარ გწვდები
ჩემად მიგიღე შენ დაივიწყე,
როგორ მიყვარხარ და რა ხარ ჩემთვის,
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
გზააბნეული არც გეფიქრები,
მაგრამ მერწმუნე დადგება ის დროც,
რომ უჩემობით დაიფერფლები,
მოგენატრება, შენ ჩემი სითბო,
ტკბილი სიტყვები და გულის ცემა,
ერთ დღეს იქნება იმასაც მიხვდე,
ნა