მარტი მარტობს,ქალი ვარდობს,იებს აწვიმს,იებს ათოვს.
ქარი ქრის და ქარი დგება,ცაზე ცისარტყელა ჩნდება.
ქალი ტირის,ქალი მღერის,ქალი ღრუბლებს გადადენის.
ქალი სათნო,ქალი სუსტი,ქალი კლდე და ქალი ბურჯი.
ქალი შვილით ანგელოზი,ქალი მეცხრე ცასა ზედა,
ქალი აზრი სიყვარულის, ქალი, რა თქმა უნდა, დ ე დ ა....
/ 08.03.17 ნინო კალატოზიშვილი /