777 მიდიან საქართველოდან
***********************************
დღეს ერთი უბნიდან შვიდი
ვაჟკაცი წავიდა ევროპაში.
მიდიან ვაჟები, ძალ-ღონით სავსენი,
მიდიან გოგონები, ბუდეს ასაფრენი,
მიდიან დედები, წიკწიკებს წამზომი,
იცლება საქართველო, არა ჰყავს პატრონი.
ქვეყნისთვის მძიმეა დღეს ეს განაჩენი,
ნუთუ აღარ დაგვრჩა სხვა გზა გადარჩენის?
მოდის უცხოელი, სხვა რწმენის სხვა ტომის,
ჩვენსას გვეცილება, მისი რომ არ ჰყოფნის.
ამ მიწას ბაჯაღლოს ხელიდან გვართმევენ,
აქედან წასულებს იქ მონად აქცევენ,
ქართველნო, ნუ ტოვებთ სამშობლოს ნაფერებს,
დავითის, თამარის, სიმტკიცე აჩვენეთ.
ღმერთო, საქართველოს ახსენ ეს სასჯელი,
ვერავინ ვერ შეცვლის ღვთის კანონს დაწერილს,
ეს მიწა, ეს მთები, არწივთ ასაფრენი,
იყო და იქნება მარადჟამს