მე ისევ მტკივა,
მე ისევ მიყვარს,
მისი სიტკობსგან
დამპალი სული,
მე მასში მომწონს
თვალები წმინდა,
და მეზიზღება
თავი ბედკრული.
მას რომ შევხედე
"ის" დარჩა ჩემში,
სწორედ ის რითაც
გავცვალე ღმერთში,
მისი თვალები
ყველაზე წმინდა,
რაც ვერ დაჩრდილა
ვერცერთმა ბინდმა.
მისი ყურება
მე მაძლევს რწმენას,
რომ ცხოვრებაში
დავიწყებ ფრენას.
მას კი არ ესმის
და არც კი სჯერა,
მაგრამ ის ჩემთვის
ხომ მაინც მზეა.
მზეა რომელიც
არ ჩავა მთაში,
ის იტივტივებს
ჯადოსნურ ზღვაში,
მისი მოლურჯო
თვალები მწვანე,
ნარინჯისფერი
ზურმუხტის მთვარე.