Предыдущая публикация
------------------------------
ქრისტე აღსდგა!
წამებული ჩვენთვის,
ქრისტე აღსდგა!
ქრისტე აღსდგა
მკვტრეთით!
ჭეშმარიტად!
ჭეშმარიტად!
გესმით!?
ვაგრძნობინოთ,
რომ გვიყვარს და
ვეტრფით!
მოდით ხალხნო,
დავუფასოთ გარჯა,
უცოდველის,
ცოდვილთათვის
დასჯა,
ჩვენ სულთათვის,
ქრისტე ეცვა ჯვარსა,
ქრისტეს ჯაფას,
ნუ გავატანთ ქარსა,
თვის ტკივილზე,
არ ფიქრობდა ქრისტე,
არ აკრთობდა
წამება და ლანძღვა,
პატიებას ჩვენსას
სთხოვდა მამას,
დავაფასოთ ხალხნო,
ქრისტეს ტანჯვა!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3