-------------------------------------
დედაო ღვთისავ,
ეს რა მძიმე ჯვარი დაგვადე!
და ეს რამხელა ჩვენ გამოცდის
წინაშე ვდგავართ,
დედაო ღვთისავ,
შეგვიბრალე წილხვედრი მხარე,
შეგვიმსუბუქე ჯვრის სიმძიმე,
გამოცდა კმარა!
და თუ არ კმარა,
მაშინ რწმენა გაგვიათმაგე,
რომ სიბნელეში
უსინათლოდ გზები გავკაფოთ,
დედაო ღვთისავ!
შენ თუ ჩვენი ცოდვები თვალე,
ეს იმას ნიშნავს,
აგვირჩიე მაშინ ამაოდ,
ჰოი დედაო!
შეევედრე შენს ძესა ჩვენთვის,
რომ საქართველოს მიუტეოს
შვილთა ცოდვები,
ისე უეცრად
ურწმუნოთა გული გაათბე,
თვალებს ნადენი
ცრემლებითვე რომ განიბანონ,
არ განიკითხო ღვთისმშობელო
თუ რა შევცოდეთ,
მოდი, იკმარე!
უწმინდესო ჩვენი ვედრება,
თუ დაელოდე
Მთავრობას და პოლიტიკოსებს,
ჰოი დედაო!
საქართველო გადაშენდება,
გთხოვ ღვთისმშობელო!
შეისმინო ჩვენი ვედრება,
არ განიკითხო,
მოგვიტევე ცოდვები ჩვენი,
შემოგავედრეთ!
საქართველო დაჩოქილებმა,
წამოგვაყენე,
რომ გადარჩეს ქართველი ერი!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2