Предыдущая публикация
----------------------------------------
გაზაფხული მოვიდა,
კარს მოგვადგა მარტი,
კვლავ აფეთქდა კოკრები
ტყემლისა და ატმის,
თოვლიდან თვალები
ჭყიტა ლურჯმა იამ,
ფირუსულამ, ენძელამ
ნაზმა ქორჩოტიამ,
მზემ მოჰფინა სხივები
მიმოზები ყვავის,
გაზაფხულის სურნელი
ნიავივით დაქრის,
მოფრინავენ მერცხლები
თბილი ქვეყნებიდან,
ჩიტუნების ჭიკჭიკი
ისმის ხეებიდან,
გამოვაღოთ ფანჯრები,
შევისუნთქოთ მარტი,
გაზაფხულმა მოგგვვაროს
ყოველივე კარგი.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1