----------------------------------------------
განა სამშობლო, მარტო სიტყვაა,
იგი დედაა, იგი ზეცაა,
გამალებული გულის ფეთქვაა
მიწა, ჰაერი, დილის მზეცაა,
ისაა რასაც ვერასდროს აღწერ,
რის გარეშედაც არ ღირს ცხოვრება,
სადაც კი წახვალ,
მუდამ რომ თან გსდევს,
ღარიბიც იყო, რომ გაქვს ქონება,
სამშობლო, ეს ის დიდი სიტყვაა,
რვა ასოსაგან შემდგარი მხოლოდ,
ის ფარი, ხმალი, ძალა, წინსვლაა,
ოდითგანვე რომ
ძირს კვეთდა ბოროტს,
სამშობლო, დრესაც ისევ ისაა,
გამოფხიზლება
გვჭირდება მხოლოდ,
სამშობლო, ის ხომ ჩვენი დედაა,
დედა სამშობლო,
ქართველთა მხოლოდ,
მოდით დაძმანო ერთი ერისა!
დედას მივხედოთ,
არვინ დაჩაგროს,
წამოვაყენოთ, არ დავაბეროთ
მუხლ გავუმაგროთ,
უკვდავ გავხადოთ,
ავამღეროთ და გავახალისოთ რომ,
ჩვენს თაობებს გადავულოცოთ!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2