ინგრედიენტები:
კვერცხი 5 ცალი
შაქარი 3 ჭიქა
მაწონი 1 ქილა
სოდა 2 ჩკ
კაკაო 3 სკ
ფქვილი 5 ჭიქა
ვანილი 1 შეკვრა
მარილი 1/4 ჩკ
კრემი
კარაქი 400 გრ
შესქელებული რძე 2 ქილა
ვანილი
1. 5 ცალი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ ღრუბელივით, ნელ-ნელა შევათქვიფოთ 3 ჭიქა შაქარი, 5 კვერცხის გული. შემდეგ ჩავასხათ 1 ქილა მაწონში ათქვეფილი 2 ჩკ სოდა, 150 გრ ამოყვანილი კარაქი, 3 სკ კაკაო, ვანილი, მარილი და 5 ჭიქა პურის ფქვილი. მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
2. კრემი: 400 გრ კარაქი ამოვიყვანოთ კარგად, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებულ რძე და ვანილი.
3. მომზადება: გაგრილებული ბისკვიტი გავყოთ 2ად ან 3ად. თითოეულს წავუსვათ კრემი. ზედა ფენას მოვაყაროთ დახეხილი შოკოლადი ან მოვრთოთ სურვლისამებრ.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 147