ქაშვეთის ეკლესიიდან გამოვედი.ბიჭი იჯდა კიბესთან ახლოს.ლამაზი და მოუვლელი.ასე,ჩემი შვილის,ვახოს ტოლი იქნებოდა 11-12 წლის.დავჯექი და ტირილი დავიწყე.ბავშვმა ურეაქციოდ ამომხედა. 2 წლის წინ იყო ეს ამბავი.ბავშვის თვალებს ვერ ვივიწყებ.გამხდარი,ლამაზი,ჭუჭყიანი და უიმედო..
ქუჩაში ზის ჭუჭისაგან ფერშეცვლილი-
გამოწვდილი,ერთი ციცქნა მუჭით.
სიცივისგან ერთიანად მოკანკალე,
უიმედო,ქვად ქცეული გულით.
ასფალტს პირქვე დამხობილი,მოცახცახე
ხეს მოწყვეტილ ფოთოლივით ნაზი.
უძილო და ტირილისგან დაოსებულ
თვალებს მალავს,მიწას უცქერს დარდით.
იქნებ,მაღლაც აიხედო?ვეხვეწები -
თავს ვეღარ სწევს,არ ახედა ზეცას.
წუხელ,წებოს ჩასუნთვისგან გაბრუბეულს,
სევდით სავსეს,-ჩაეფერფლა მზერა.
აღარ მინდა არც სიცოცხლე,არც სიკვდილი
შენს დამნახავ