მიტოვებული,შავი როიალივით ვარ.
გაყვითლებული,ჩავარდნილი კლავიშებივით...
შესაძლოა მე არა,მაგრამ ჩემი ცხოვრება უდაოდ ჰგავს...
უკვე საუკუნეა არავინ შეხებია..
არავის დაუკრავს...
საუკუნეა ერთ ადგილზე დევს და გაყინულია..
აღარავის დაუკრავს მას შემდეგ რაც იმ ერთმა დაუკრა და ჩაუგდო კლავიშები,რომლებიც შავი დღესავით აღიბეჭდა მის ცხოვრებაში....
საუკუნეა ძევს და იგი მომსწრეა ყველა დაღამებისა და გათენების,ყველა მზის ჩასვლისა და ამოსვლის,მთვარის გამონათებისა და გაქობის...
ჩუმად ძევს დს შეჰყურებს ხან თეთრად შემოსილ ბუნებას,ხანაც გამწვანებულ არემარეს...
ზოგჯერ აწვიმს ხოლმე,ნაგრამ ყველაფერს უხმოდ იტანს...
ყველაფერი გადააქვს როიალს,
ყველაფერი...
შავ როიალს ვგავარ,
კლავიშ ჩავარდნილს,რომელიც აღარავის ახსოვს...!