მივდივარ, რადგან ვგრძნობ რომ აღარ გჭირდები.მივდივარ, რადგან ვხვდები, რომ აღარასდროს გადაიღებს წვიმა, რომელსაც უშენობა ქვია. გტოვებ ადამიანებთან, რომლებსაც უყვარხარ . მართალია ჩემზე მეტად არა, მაგრამ უყვარხარ. ვიცი, ოდესღაც მოგაგონდები. გვიან, მაგრამ მოგაგონდები. შეიძლება ცუდად გამიხსენო, შეიძლება კარგად, მაგრამ მთავარი ისაა რომ გამიხსენებ. გიყურებ თვალებში და ვხედავ რომ ის ნაპერწკლები ჩაქრა. ნაპერწკლები, რომლებსაც ერთ დროს სიყვარული დავარქვით. მივდივარ, იმიტომ რომ აღარ მაქვს დარჩენის მიზეზი .