კარზე გვიკაკუნებს წელი ახალი და
ძველი უკვე მიდის ალაგებს ხურჯინს,
ჩემო საქართველო, ძველ წელს გაატანე,
რაც კი ნაღველი და დარდი გაქვს გულში.
ღმერთო, ააყვავე ჩემი მამული და,
გულით შეგავედრებ მის ლამაზ მთა-ბარს,
ცრემლი შეუშრე და მტერი მოაშორე,
ბედნიერ ახალ წელს დაასწარ მრავალს!
დაგვლოცე შვილებიც ბუდიდან გაფრენილნი,
მამულის მონატრების ცრემლი რომ გვდენია,
გულებს არ გვიხარებს უკვე არაფერი
ვეღარც კი ვხვდებით თუ ახალი წელია.
ჩვენთვის ხომ ყველა დღე სულ ერთი ფერია,
დრო თითქოს გაჩერდა უცხო, ცის მზერაში,
არ შემოგტირივარ, ოღონდ დაგვიძახე,
შენს კალთას შეგვკრიბე ამ წელში, ყველანი.
არ გვინდა,დაგვღალა უცხო ოჯახებში,
სხვათა საამებლად მაგიდის გაწყობამ,
წელს მაინც გვეღირსოს, დასრულდეს წამება,
და მალე საკუთა