გაზაფხულის პირველი დღესასწაული და დღესასწაულთა შორის ულამაზესი- უნაზესი- და- სევდანარევი დღესასწაული -
დ ე დ ი ს დ ღ ე...რაც არ უნდა ვეცადო და გონება ვიჭყლიტო ახალს და გონივრულს ვერაფერს ვიტყვი რაც არ თქმულა დედაზე..რამდენი ლექსი, სიმღერა ,ფილმი, წიგნი, მხატვრობა, და ხელოვნების სხვა დარგი ამღერებულა დედაზე რამდენი ლამაზი ხატოვანი სიტყვა თქმულა ქალის ამ ფენომენზე ,მაგრამ კამიკაძის ჩანაწერმა ძალიან იმოქმედა:-
„ როცა მტრის იარაღს ხედავ, იმ წუთას დედის სახე გიდგება თვალწინ. იგი გიღიმის ან ტირის. ეს მისი ჩვეულებრივი გამომეტყველებაა. ამ დროს უკანასკნელი ხმები ჩაგესმის, თითქოს რაღაც ტყდება და ამით ყველაფერი მთავრდება – შენ უკვე აღარა ხარ.
კამიკაძის სახელმძღვანელოდან „
ყველა დედას გილოცავ
ქრისტე-შობის ღამე დგება, ჩაიფიქრე სურვილი,
ამ დროს ყველა ქრისტიანი ტაძარშია მისული,
ბებიასგან, ბაბუასგან მახსოვს, გამიგონია...
სასწაული როცა ხდება ქრისტე-შობის ღამეა.
სანთლით ხელში ხატების წინ მრევლი უამრავია,
ყველას თავის სატკივარი ღმერთთან მოუტანია,
ხატს შესცქერის, სანთელს ანთებს ცრემლიანი თვალებით...
ღმერთო ყველას აუსრულე ჩანაფიქრი ნათელი.
ქრისტე-შობის ღამე დგება, მეც ბევრი მაქვს სათქმელი,
პირადულზე ბოლოს შეგთხოვ, საერთო გვაქვს რამდენი...
დაიფარე საქართველო ავი განზრახვებისგან,
დაგვილოცე მიწა-წყალი... ჩვენი მთაც და ბარიცა.
ღმერთო ყველას დაეხმარე, გაჭირვებულს, ავადმყოფს,
დაეხმარე პატიმარსაც, მთლად მოწყვიტეს სამყაროს.
შეგვისრულე ყველა თხოვნა, რაც გულსა გვაქვს დარდებად,
ქრისტე-შობის ღამეს ყვ