ამ დროს ყველა ქრისტიანი ტაძარშია მისული,
ბებიასგან, ბაბუასგან მახსოვს, გამიგონია...
სასწაული როცა ხდება ქრისტე-შობის ღამეა.
სანთლით ხელში ხატების წინ მრევლი უამრავია,
ყველას თავის სატკივარი ღმერთთან მოუტანია,
ხატს შესცქერის, სანთელს ანთებს ცრემლიანი თვალებით...
ღმერთო ყველას აუსრულე ჩანაფიქრი ნათელი.
ქრისტე-შობის ღამე დგება, მეც ბევრი მაქვს სათქმელი,
პირადულზე ბოლოს შეგთხოვ, საერთო გვაქვს რამდენი...
დაიფარე საქართველო ავი განზრახვებისგან,
დაგვილოცე მიწა-წყალი... ჩვენი მთაც და ბარიცა.
ღმერთო ყველას დაეხმარე, გაჭირვებულს, ავადმყოფს,
დაეხმარე პატიმარსაც, მთლად მოწყვიტეს სამყაროს.
შეგვისრულე ყველა თხოვნა, რაც გულსა გვაქვს დარდებად,
ქრისტე-შობის ღამეს ყველა სურვლები ახდება.
ქრისტე-შობის ღამე დგება, ღმერთს დავუნთოთ სანთელი,
ღმერთი არვის არ გაწირავს, თუ რამე გვაქვს სათქმელი.
ხატების წინ უამრავი იწვის ქრება სანთელი...
ღმერთო ყველას აუხდინე ჩანაფიქრი ნათელი.
/მადონა გოგალაძე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 17
/ილია მეორე/
შობის ღამე დგებაო,სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ დედა ღვთისმშობელსაო, სახლი მისი სტუმრობით მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო, ქრისტე იბადებაო ყველა სასწაული ხომ შობის ღამეს ხდებაო
შობას გილოცავთ
♱
ჩვენს თავს ავედრებს, ღვთისმშობლის კალთას,
სულში ჩამწვდომად გალობს სიმშვიდე
და ფრთხილად ირგებს თოვლის თეთრ კაბას,
ისევ იშვება უფალი ჩვენთვის,
კვლავაც შესწირავს სხეულს ზვარაკად
და გული, ჩვენთვის დაბადებული,
სულს უკვდავების სხივით დაქარგავს,
ზარების რეკვის ხმა მოაქვს ნიავს,
სიბოროტეს კი სიკეთე ფარავს,
შორიდან ისმის " Ave Maria ",
რომელიც, ლოცვას ჰაერში ფანტავს,
მუხლმოდრეკილი ლოცულობს მთვარე
და ყველა სიტყვას, ცრემლებში კარგავს,
უფლის ნათელით გამთბარ სამყაროს,
არგებს, სიმშვიდით, მოქარგულ კაბას,
ღვთისმშობლის ცრემლით გზა იფარება,
ისევ მოგვიხმობს და მადლით გვნათლავს,
უფალი იშვა!
ალილუია!
და შობის ღამეც იმედებს ქარგავს...
07.01.15.
ქეთი ალასანია.