ლ - ანდად შენი სახე მუდამ თან დაგვყვება,
ა - ლბათ მონატრება შენი გაგვაგიჟებს,
დ - არდიანი გული უკვე ვეღარ ფეთქავს,
უ - კვე ვეღარ ვუძლებთ, ამდენ ცრემლს და ფიქრებს.
ნ - ეტავ ახლა ჩვენთან იყო როგორც ძველად,
ა - მოდენა ტკივილს გული ვეღარ იტევს...
ა - ლბათ ღმერთის ნება იყო შენი წასვლა,
დ - ამწუხრებულებს ცრემლი შემოგვიტევს,
ე - ხლა ყველაფერი თითქოს გვიანია,
ი - ს ყველა წამი თვალწინ გვეხატება,
შ - ენი გულისტკენა ყველას გვინანია,
ვ - ხვდებით რომ ჩვენი ძმა ძლიერ გვენატრება,
ი -სე არ ჩაივლის სუფრა ჩვენებური,
ლ - ადუნა ძმაო, რომ არ გადღეგრძელოთ,
ი - სევ გვენატრება სახე შენებური, და ამ მონატრებით შევსვავთ სადღეგრძელოს...