"ის" - მაცდურივით, დამაბნეველს მისვამდა კითხვებს...
"მე" - "ყოვლის-მცოდნე", სიამაყით ვცემდი პასუხებს...
-შანსი, რომ გქონდეს რას ეტყოდი მამა ზეციერს?
-მე მას მადლობას გადავუხდი ქალის შექმნისთვის..!
-და ზოგი "კაცი" ქალში შედევრს რატომ ეძიებს?
-ალბათ ძალ-ღონე მათ არ შესწევთ გამოძერწისთვის..!
-რას იყვირებდი ცას, რომ მიწვდეს შენი ყვირილი?
-მიყვარხარს..! - ამას დავიყვირებ ალბათ ოდესმე..!
-რა არის შენი უმთავრესი გულის-ტკივილი?
-სამშობლო, - თუმცა ეს არ არის პატრიოტიზმი..!
-შენი ოცნების ქალს, რომ შეხვდე მას რას ეტყოდი?
-არაფერს მხოლოდ დაჟინებით თვალებს ჩავხედავ..!
-და შენ ოდესმე გაგიჟებით რამეს ეტრფოდი?
-მე ახლაც ვეტრფი, თუმცა ამ წამს არ ღირს გამხელად..!
-და სიბრალულზე რაღას იტყვი ფერფლად, რომ იქცა?
-მეფე, რომ ვიყო ავაზაკსაც შევიწყალებდი..!
-რომელი უფრო შორი არის, ზეცა თუ მიწა?
-მე თავ-დახრილმა ვუპასუხე, შენი თვალები..
ნიკოლოზის პოეზიის გასაცნობად ესტუმრეთ მის ლაიქ - ფეიჯს :
https://www.facebook.com/poetebis.nakvalevze