07:00
გავიღვიძე. დედას სძინავს. პირში ჩავიდე თითი და გავაგრძელე ძილი.
07:15
რა მოწყენილობაა! კიდევ ვიპოვე ხელზე თითები და სათითაოდ ყველა გამოვწუწნე.
08:00
დედამ გაიღვიძა. რატომღაც არაფერი გვიჭამია. სადღაც წავედით... და ჭამა? ერთი-ორჯერ კი მივარტყი ფეხი, მაგრამ... არანაირი რეაქცია. გაბუტულმა დავიძინე.
09:30
ზემოდან მომაჭირეს რაღაცა დიდი და ხმაურიანი! ამას თურმე „ეხო“ ჰქვია. შიშისაგან ხელზე არსებული ყველა წანაზარდი დავლოკე. დედა და დეიდა მაიძულებდნენ, მერე მეხვეწებოდნენ მოვტრიალებულიყავი და მეჩვენებინა ჩემი „სქესი“. ეგ რა იყო არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მივუშვირე ტაკო.
10:00
ჩავაბარეთ სისხლი. დედამ რაღაცა წვენი დალია
სიხარულით. შეაწუხა შარდის ბუშტმა და სასწრაფოდ წავედით სახლში.
10
15 წუთიანი უადვილესი რულეტი heart ემოცია საჭირო მასალა:
3 კვერცხი;
3 ს/კ შაქარი;
1 ს/კ ცივი წყალი;
1 სავსე ჩ/კ თაფლი;
5 სავსე ს/კ ფქვილი;
დაახლოებით ნახევარი ჭიქა ნებისმიერი ხილის ჯემი.
მომზადების წესი:
3 კვერცხის ცილას დავამატოთ 1 ს/კ ცივი წყალი და გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა დავამატოთ 3 ს/კ შაქარი,შემდეგ კვერცხის გულები,1 ჩკ თაფლი და ბოლოს ხის კოვზით ფრთხილად შევურიოთ 5 ს/კ ფქვილი.
საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი,წავუსვათ ცოტა ცხიმი და მასზე მოვათავსოთ ცომის მასა, გადავასწოროთ ზედაპირი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე.
დაახლოებით 8 წუთში გამომცხვარია.
გამომცხვარ ბისკვიტს თავზე დავაფაროთ სველი ტილო და გადმოვაბრუნოთ ფრთხილად. ავაცალოთ საცხობი ქაღალდი და გადავუსვათ თხლად ნებისმიერ