სიყვარულს დავარქმევ შენს თვალებს
ოცნება ცის კარად ამიყვანს,
უშენოდ ვერ ვიფრენ იცოდე
უშენოდ მე მხოლოდ ცალი ვარ.
მივწვდები სამოთხეს ფერებით
სიცოცხლის წყურვილი ამიტანს,
უშენოდ ვერ დავკრეფ გვირილებს
უშენოდ მე მხოლოდ ცალი ვარ.
ხომ იცი არ განვმეორდები
ამ გულს ვერ მოგიძღვნი თავიდან,
მე შენში ვიპოვე თვალები
სიყვარულს ზეცად რომ აიტანს....
......
როგორც დამაფასებ, ისე დაგაფასებ!
როგორც მომექცევი, ისე მოგექცევი!
ერთხელ გამაღიმებ?! ასჯერ გაგახარებ,
სითბოს დამანახებ?! - ლოცვად დავიღვრები...
გულს თუ ამატკიებ, ჩუმად მოვიშუშებ...
მაგრამ, მეორეჯერ ტკივილს ავირიდებ.
სილას თუ გამაწნავ, ლოყას არ მოგიშვერ,
ისე შევიცვალე, მგონი გაიკვირვებ.
გულს თუ დამანახებ, მთელ გულს შემოგწირავ,
რადგან არაფერი ვიცი სანახევროდ.
წვეთი შეიძლება, ზღვად რომ გადაიქცეს...
სითბო შეიძლება, სითბომ გააბევროს...
რასაც გამაგონებ, იმას გაიგონებ,
რაზეც მიმანიშნებ, იმას დავინახავ.
ეს ხომ ცხოვრებაა, მე რას მოვიგონებ,
იმას როგორ ვიტყვი, რაც არ დამინახავს?!
/ ია ნანეიშვილი /