კვლევაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენს ქვეყანას არ ემსახურები, შენი ქმედებები განპირობებულია გარედან მიღებული დავალებებით, ხალხის მხარდაჭერა არ გექნება. ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები რეალურად, არიან აგენტურის წარმომადგენლები. ცდილობენ, საქართველოში თავიანთი პატრონების ინტერესები გაატარონ. ეს არ გამოუვათ, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას, განაცხადა კახა კალაძემ.
    0 комментариев
    0 классов
    საქართველოს პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი ერთა ლიგის მეორე ტურის თამაშს დაესწრნენ "დინამო არენაზე". მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.
    0 комментариев
    0 классов
    სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან. მათმა პატრონებმა ბევრჯერ სცადეს ჩვენი საზოგადოების მოტყუების მიზნით აგენტურის სხვადასხვა კონფიგურაციით გადალაგება, თუმცა ყოველი ასეთი მცდელობა კრახით დაუსრულდათ, დაწერა სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანმა. მან აღნიშნა, რომ გარე ძალებმა ახალი პარტიები, როგორებიცაა "ახალი", "ლელო" და "გახარიას პარტია", ხელოვნურად შექმნეს მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვა შეუძლებელი იყო და მხოლოდ მათზე ფსონის დადებით ქართველ ხალხთან ყველა არჩევნები წააგეს. "2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ გადალაგების ახალ სქემებს. თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, რომ წინ აქვთ სასამართლო პროცესი თავიანთი აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით!", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
    0 комментариев
    0 классов
    მთავარი ავიწყდებათ როგორც სცენარისტებს, ისე შემსრულებლებს, რომ არსებობს ეროვნული ინტერესი – გიორგი ვოლსკი
    0 комментариев
    0 классов
    თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან. თბილისის მერი დელეგაციის წევრთან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ გიორგი შარკოვთან ერთად ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც შეხვედრას გამართავს კომპანიის დირექტორთან და თბილისისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
    1 комментарий
    0 классов
    პირველად ისტორიაში: საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია🥋🥇❤️
    0 комментариев
    0 классов
    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ზეიმობს ჯვართამაღლებას – მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა. მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, იმპერატორ, კონსტანტინე დიდის დროს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.
    0 комментариев
    0 классов
    ეს დღე შეგვახსენებს, რომ გვაქვს ვალი ამ გმირების წინაშე – ირაკლი კობახიძე
    0 комментариев
    0 классов
    27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
    0 комментариев
    0 классов
    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი სპეციალისტი სვანაძე ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს ჩაანაცვლებს. ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული დროისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც "ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ". რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.
    0 комментариев
    0 классов
Показать ещё