ლოდინის გზაზე სანთელივით სული მელევა,
ვაი, რა ბადე მომიქსოვეს შენმა ხელებმა.
წითელი ზაფრით რომ ამომწვი თვალის ბაია,
ჩემი ნანინა გირჩევნოდეს სხვების ბაიათს.
აჰა, ეს გული შენზე დარდით ღამის მთევარი,
ფეხი დაადგი და დაწურე, როგორც მტევარი,
შემოაცალე ჩემს სულს ქერქი, დააშვრე სულაც...
წამაქციე და დამაქციე ისე, ვით სურა.
ეს გული, და ის სერა,
ნისლია ნაპრალებთან.
ასეა ბედისწერა,ასეა გაწვალება!
არ მინდოდა ნიღაბი,დარდი მქონდა ისედაც,
მე ოთახში ვიყავი, მთვარე მაღლა იწევდა,
იდუმალ მხარეების მოდიოდა გრიგალი,
და მკლავდნენ ღამეები ბედის მძიმე ტრიალით.
პირჯვარი გადვიწერე და გთხოვე მოწყალება,
ასეა ბედისწერა, ასეა გაწვალება!
წვიმდა, წვიმდა არ წვიმს,
წვიმდა,უცებ შეწყდა.
მოვალ მოვალ აწი, მალე მოვალ შენთან,
მოვალ მოვალ აწი, მალე მოვალ შენთან,
წვიმდა, წვიმდა არ წვიმს, წვიმდა, უცებ შეწყდა.
ნახევარია ორის! მიდის ჩემი გზა შორი,
ნახევარია ორის! მიპყრობს პლანეტა შორი,
ნახევარია ორის! სადღაც მიფრინავს ქორი,
ნახევარია ორის! მიდის ჩემი გზა სწორი,
მე თითქოს იქა ვარ,მე თითქოს აქა ვარ
არ ვიცი ვინა ვარ, არ ვიცი სადა ვარ,
არ ვიცი ვინა ვ
ცა მეტია ფერებზე მეტი და იმ ქუჩაზე მეტია სადაც უშენობამ დაისადგურა. თავისუფლების მეტრო სადგურზე მატარებელმა კარი დახურა. შენ მიხვდი რომ იანვრის ცა მეტია ვიდრე ადამიანის ცრუ რწმენა რომ თარსი რიცხვია ცამეტი. მთვრალი ვარ, გზებზე ისევ რეტია. ფეხი მე არა ქუჩას ერევა. შენთან მოვდივარ, დღეს ცა მეტია მარტის ცამეტი და მემღერება. ნეტა ეხლა დრო გააჩერა და მერე შენი ოცნებებით მოვკვდები. უშენოდ მგონი მოვკვდები.
მჯერა სამოთხეშია მათი სულები, გაღიმებულები, დამშვიდებულები.
უნდა გავიგოთ და გავითავისოთ, უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს და გულში ჩავიკროთ
გთხოვთ, ერთმანეთის დაფასება დავიწყოთ,
რომ მერე და მერე გვიანი არ იყოს.