ნისლია ნაპრალებთან.
ასეა ბედისწერა,ასეა გაწვალება!
არ მინდოდა ნიღაბი,დარდი მქონდა ისედაც,
მე ოთახში ვიყავი, მთვარე მაღლა იწევდა,
იდუმალ მხარეების მოდიოდა გრიგალი,
და მკლავდნენ ღამეები ბედის მძიმე ტრიალით.
პირჯვარი გადვიწერე და გთხოვე მოწყალება,
ასეა ბედისწერა, ასეა გაწვალება!
წვიმდა, წვიმდა არ წვიმს,
წვიმდა,უცებ შეწყდა.
მოვალ მოვალ აწი, მალე მოვალ შენთან,
მოვალ მოვალ აწი, მალე მოვალ შენთან,
წვიმდა, წვიმდა არ წვიმს, წვიმდა, უცებ შეწყდა.
ნახევარია ორის! მიდის ჩემი გზა შორი,
ნახევარია ორის! მიპყრობს პლანეტა შორი,
ნახევარია ორის! სადღაც მიფრინავს ქორი,
ნახევარია ორის! მიდის ჩემი გზა სწორი,
მე თითქოს იქა ვარ,მე თითქოს აქა ვარ
არ ვიცი ვინა ვარ, არ ვიცი სადა ვარ,
არ ვიცი ვინა ვარ, არ ვიცი სადა ვარ,
მე თითქოს იქა ვარ, მე თითქოს აქა ვარ!
ეს მთები ისევ დგანან მეფურად,
მე არ ვიყავი და წუხელ წვიმდა,
ქალაქი ისე გაჩუმებულა,
თითქო ქალაქი დაღუპვის წინ დგას,
დღეს სხვანაირი სიცოცხლე ვიგრძენ
და ქვეყანაზე აღარ ვეტევი,
მზიანი დღეა, ელვარებს სივრცე,
და დაფრინავენ მაღლა მტრედები.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,
სული საზღვარს გადასცდება ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი,
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე,
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. u.o
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев