ადამიანი მიყვარს ღარიბი,
ლექსში მდიდარი რითმა მახარებს,
შენ ჩამინერგე ეს თავმდაბლობა
როცა გაქებენ,თავი დახარე...
ადამიანი მიყვარს უბრალო
ჩამოხეული თუნდაც სამოსით,
შენ დაიფარე ყველა უფალო!
როცა გახსენებ,ცრემლი ჩამომდის...
ადამიანი მიყვარს მართალი,
როცა წყლიანი თვალებით გიცქერს,
მაგრამ სადაა დღეს სამართალი,
მაგრამ სადა აქვს დღეს ფასი სიტყვებს...
და თუ ჩაირთო უკვე წამზომი
დღეს,როცა ღმერთი გვითვლის ნაბიჯებს,
ღარიბ სხეულში მდიდარი სულით
ათასში ერთი თუ დააბიჯებს...
.....
ადამიანი სულით მდიდარი,
ადამიანი სულით უბრალო,
შენ უკეთ ხედავ,თუ ვინ ვინ არი
შენ მაპოვნინე შეგთხოვ უფალო!
@@@
16 წლის ბავშვი შეეკითხა მამას .. მამა 18 წლის რომ გავხდები რას მაჩუქებ?.. შვილო ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარკი .. 17 წლის საავადმყოფოში გახდა გულის დაავადების გამო.. და მამამის ეკითხება.. მამიკო მე მოვკვდები? მამა გაჩუმდა და არაფერი უთხრა.. 18წლისას ბავშვი გამოდის და სახლში რო მივა მამას წერილს ნახავს.. წერილში კი წერია : გახსოვს შვილო რომ მებუნებოდის რას მაჩუქებ 18 წლის რო გავხდებიო ? ჩემი გული გაჩუქე გილოცავ დაბადების დღეს და მენატრები . :( :(
ადამიანი მიყვარს ღარიბი,
ლექსში მდიდარი რითმა მახარებს,
შენ ჩამინერგე ეს თავმდაბლობა
როცა გაქებენ,თავი დახარე...
ადამიანი მიყვარს უბრალო
ჩამოხეული თუნდაც სამოსით,
შენ დაიფარე ყველა უფალო!
როცა გახსენებ,ცრემლი ჩამომდის...
ადამიანი მიყვარს მართალი,
როცა წყლიანი თვალებით გიცქერს,
მაგრამ სადაა დღეს სამართალი,
მაგრამ სადა აქვს დღეს ფასი სიტყვებს...
და თუ ჩაირთო უკვე წამზომი
დღეს,როცა ღმერთი გვითვლის ნაბიჯებს,
ღარიბ სხეულში მდიდარი სულით
ათასში ერთი თუ დააბიჯებს...
.....
ადამიანი სულით მდიდარი,
ადამიანი სულით უბრალო,
შენ უკეთ ხედავ,თუ ვინ ვინ არი
შენ მაპოვნინე შეგთხოვ უფალო!
ქალი, აბა რა ქალია
თუ ზის მთელი დღე მოცლილი
და მაინც არა სალია,
თუნდაც ერთ კაცზე ლოცვისთვის...
ქალს სიყვარული უხდება,
გულია მისი საწყაო...
ქალს გულის ფესვი უხმება
ვინც უყვარს, ის თუ არ წყალობს...
ქალი ფრთებს წამსვე დაკეცავს
თუ ვინმე უარს შებედავს...
სჭირდება როგორც ნაკვერცხალს
ქალის გულს სულის შებერვა...
ქალი თავს თუ არ გაწონებს,
მაცდურად თუ არ შეგხედავს..
ბედს არ შეაგდებს სასწორზე
შენი გულისთვის ერთხელახ...
ქალი აბა რა ქალია?
მკლავებში თუ არ აკვნესდა.
კოცნისთვის თუ არ სცალია,
არ იკეკლუცა სარკესთან...
სიყვარულს თუ ვერ იმეტებს
გული ჩიტივით ფოფინა,
შეყვარებული ვინმეზე
ერთხელაც თუ არყოფილა...