ცხოვრებაში დგება ის წუთი, როდესაც აღარ გაშინებს მარტო დარჩენა, აღარ კრთიხარ ხმამაღალი სიტყვების გაგონებისას, აღარ ეძებ ადამიანში თავშესაფარს, აღარ ტყუვდები ლამაზი ზღაპრებით, შენი ნდობის მოსაპოვებლად რომ გიყვებიან... ჰო, დგება ეს წუთი და იცი როდის? როცა მყარად სწავლობ ფეხზე დგომას, როცა ხვდები, რომ შენი ცხოვრების მთავარი ადამიანი შენ ხარ; როცა აღმოაჩენ, რომ არავისგან არაფერს ელი, რადგან შენ ხარ საკუთარი თავისთვის იმედიც და თავშესაფარიც...
ია #კარგარეთელი