“ნუ ამიკრძალავ ღიმილს ასაკის გამო. ნურც ბავშვურ ხასიათზე დაიწყებ სიცილს. არ იზრდებიან ქალები. ნუ შემახსენებ რომ ასაკი მაქვს და ბევრი რამე არ შემეფერება. მე ჩემსს ასაკზე საკუთარი ქცევით ვაგებ პასუხს მაგრამ, ეცადე არ მასწავლო როგორ მოვიქცე. ხომ შეიძლება სულ ჩავიკეტო საკუთარ სამყაროში და თავს ცეკვა, გაღიმება და მაკიაჟი ავუკრძალო... ნუ მომიჭრი ცხოვრების გზებს, ვიცი რომ ასაკი მაქვს... სანამ ჩემ სულში ჯერ ისევ ცოცხლობს პატარა გოგონა, ვერ ჩავუკლავ ღიმილს და სიცოცხლის სიყვარულს. მაპატიე რომ მე სხვანაირად ვხვდები ასაკს. უბრალოდ ცოცხალი ვარ და მიხარია... შენ რა იცი იქნებ და იმ ასაკში როცა უნდა მებედნიერა უბედური ვიყავი. ნუ განმსჯი ასაკის გამო, უბრალოდ ეცადე სიცოცხლე მაცადო"... / ი. იოსებაშვილი /