ტკივილს, ისედაც, შეჩვეული ეკლებს ვაბიჯებ,
სისხლი არ მომდის, რადგან, უკვე, გამომელია,
იმდენ სიყალბეს გავუძელი, თავადაც მიკვირს,
რომ სიბინძურე, მას რომ თან სდევს, ვერ მომერია,
მთელი ცხოვრება გავატარე აფთართა შორის,
მე ვინც მიყვარდა ისიც მათში გამოერია,
გულის ტკივილით, მივატოვე და გავეცალე,
რადგანაც მისი სიყვარული შემომელია,
მესმის სიცილი და კივილი აფთართა ხროვის,
სულის სიმცირით მიხმობენ და ვერ მეხებიან,
სიყალბეს თესენ და მოსავალს თვითვე იყოფენ
და თან ერთმანეთს, დასაჭმელად, ეომებიან,
მათ ბრძოლის ველზე მე არ ვიბრძვი, ეს არ მჭირდება,
ამას თავადაც, დამიჯერეთ, კარგად ხვდებიან,
მათ ჩემთან ხელი არა აქვთ და ისიც იციან,
ჩემი ღირსება, ამ ბრძოლაზე, უფრო მეტია...
ქეთი ალასანია