ზოგჯერ რა ძნელია წასვლა, სულს რომ ნაწილ ნაწილ გაჰყვე, რადგან დაბნელდება ისე,ერთსაც ვეღარ იტყვი სათქმელს... ზოგჯერ რა ძნელია გწამდეს,თუნდაც სათნოება გეცვას, ზოგჯერ იმედიდან ასში ვეღარ იმედოვნებ ერთსაც. ზოგჯერ რა უბრალოდ ყიდი,რასაც ვერ იყიდი მერე, ზოგჯერ სიცილს ირგებ ნიღბად,რომ არ გიფასებენ ცრემლებს, ზოგჯერ რა უსაზღვროდ გიყვარს,მასში სუყველაფერს ატევ, ზოჯერ დაბრმავდები ისე,მხოლოდ საკუთარ თავს ამჩნევ. ზოგჯერ რა უბრალოდ ნანობ,ლამაზ მოგონების წამებს, რადგან ის წამები ახლა,სულის ჭრილობაზე გაწევს. ზოგჯერ ისეთია წასვლა,გულს რომ ნამსხვრევებად აქცევს, მაგრამ იმ ნამსხვრევებს მერე გულად ვერაფერი აქცევს. ზოგჯერ რა უბრალოდ კარგავ,რასაც ვერ იპოვი მერე..
ოცი წლის შემდეგ- მეყოლება შვილიშვილები... ოცი წლის შემდეგ- გავიმუქებ ალბათ ქერა თმას... ოცი წლის შემდეგ- სადღაც ახლოს შუა ასაკთან, მე შევეცდები ისევ შენთვის მთების გადადგმას... ოცი წლის შემდეგ- მეყვარება ბაღი ნოემბრის... და უმიზეზოდ ხშირად ცრემლიც მომეძალება... დამჭკნარ ფოთლებსაც სიყვარულით მოვეფერები და გაზაფხულის სურნელება მომენატრება... ოცი წლის შემდეგ- საუკუნის ნახევარს დავცლი... ოცი წლის შემდეგ- ფერს შეიცვლის ჩემი ბუნებაც... ოცი წლის შემდეგ- იქნებ სულაც არ ვიყო მაშინ... ოცი წლის შემდეგ- ფიქრებს დახრავს არდაბრუნება... ოცი წლის შემდეგ,დღევანდელი ჩემი ლექსები მომეჩვენება ცოტა სუსტი, გაუმართავი... და მერე ისევ ჩავასწორებ ჩემს ძველ ნაწერებს, ალბათ მექნება გრძნობა ისევ დაუღალავი... ოცი წლ
რა არის ქალი? ქალი ჩიტია, თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება, წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს შენ აღარასდროს დაგიბრუნდება, რა არის ქალი? ქალი ეშმაა შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს, ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს და იქ წყალსაც არ დაგალევინებს რა არის ქალი? ქალი ღვინოა, სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს, ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს, შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს ქალი ძალაა, სასტიკი ძალა ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს, თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი, უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს, ქალი ვარდია, ქალი ეშმაა, ქალი ნაზი და ულმობელია, მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია, ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!
Показать ещё