ემიგრანტობა წამებაა დაჭრილი სულის,
მონატრებაა საქართველოს ცისა და მიწის,
ემიგრანტობა ტკივილია გაჩენილ წყლულის,
დამეთანხმება, ვინც ეს ტანჯვა ჩემსავით იცის.
ემიგრანტობა სასჯელია უვადო ჩვენი,
თვალს და ხელს შუა გაფრენილი ლამაზი წლები,
ემიგრანტობა თბილ კერაზე ჩამქრალი ცეცხლი,
დედის ძუძუდან აგლეჯილი შვილების ცრემლი.
ემიგრანტობა ტყვეობაა საკუთარ სულის,
მრავალი ქალი დანგრეული ოჯახის მსხვერპლი,
ემიგრანტობა სიძლიერე ერის და ქვეყნის,
დადგება დრო, რომ ისტორიისფურცლები გეტყვით.
ემიგრანტობა ყივილია ძარღვებში სისხლის,
აჩქარებული მაჯისცემა ულევი ფიქრით,
ემიგრატობა კოშმარია საშინელ სიზმრის,
გაუცხოვება ცოლ-ქმარს შორის და დედა-შვილის.
ემიგრანტობა ეს ტვირთია მხრებზე დადგმული,
არდაცემული და მებრ