Предыдущая публикация
გაყინულ
სურვილებს,
ერთხელაც აპრილის
მზისხივი გაადნობს
და როცა სიცოცხლეს
წამებში გავწურავ
ერთ ყლუპში ცხოვრების
ბადაგიც დამათრობს...
როდესაც სიბრაზე
ამინდსაც ატყვია
და ზეცა ბინდისფერ
ნისლებში ბანაობს,
ათასჯერ დაცემულ,
დაფერფლილ სიყვარულს
ვიღაცა გროშებად
იყიდის,გაათბოს...
ძნელია მოასწრო
სურვილის ახდენა,
როდესაც ცხოვრებას
ნახევრად გააპობ
ესე უსამართლო...
ნაძრახი ცხოვრება
სახეზე წლებსაც კი
დაღივით დაგატყობს!
09/10/2018
ავტ:ინ ნი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев